ერმაკი: უკრაინა პარტნიორი ქვეყნებისგან კონკრეტულ რეაქციას ელოდება მათთვის გაცნობილ „გამარჯვების გეგმაზე“
“უკრაინა პარტნიორი ქვეყნებისგან კონკრეტულ რეაქციას ელოდება მათთვის გაცნობილ „გამარჯვების გეგმაზე“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ხელმძღვანელმა ერმაკმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მზად არიან, ომის დასრულების გეგმა რუსეთსაც გააცნონ, თუ ისინი მშვიდობის მომავალ სამიტზე თავის წარმომადგენლებს გაგზავნიან.
„ჩვენს პარტნიორებს ესმით ამ გეგმის ლოგიკა. ჩემი აზრით, არც ისე რეალური იქნებოდა თუ ჩვენ დაუყოვნებლივ მივიღებდით რაიმე პასუხს, რადგან ძალიან კონკრეტული პასუხი გვჭირდება, ხოლო ნებისმიერი კონკრეტიკა დროს მოითხოვს. თავისთავად, რეაქციას და პასუხს რაც შეიძლება მოკლე ვადებში ველით – „ფიდბექს“ კონკრეტული ნაბიჯების სახით.
როდესაც მზად იქნება გეგმა, მშვიდობის მეორე სამიტზე, არ გამოვრიცხავთ რუსეთის ფედერაციის იმ წარმომადგენლების დასწრებას, რომლებისთვისაც შესაძლებელი იქნება ამ გეგმის წარდგენა“, – ამბობს ერმაკი.