ხვიჩა კვარაცხელია: წინ ალბანეთთან მატჩია და ერთად ვაგრძელებთ საერთო მიზნისკენ სვლას

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი  ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრებს მიმართავს:

„მინდა, მადლობა ვუთხრა პოლონეთში ჩამოსულ და სტადიონზე მოსულ თითოეულ გულშემატკივარს, ძალიან დიდ მუხტს და მოტივაციას გვაძლევთ, ასევე, მადლობა ეკრანებთან მყოფ ყველა ქომაგს. წინ ალბანეთთან მატჩია და ერთად ვაგრძელებთ საერთო მიზნისკენ სვლას,“ – წერს კვარაცხელია.

ცნობისთვის, ნაკრები 14 ოქტომბერს ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.

ასევე იხილეთ