ირაკლი სულამანიძემ ვენეციაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველმა კარატისტმა ირაკლი სულამანიძემ ვენეციაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ირაკლიმ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში, ყირგიზ მოწინააღმდეგეს სძლია და საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი მედალი მოუტანა.