პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნარეკვავის დასახლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნარეკვავის დასახლების მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, დიმიტრი ხუნდაძემ ამომრჩეველთან შეაჯამა დასახლებაში აქამდე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, ისაუბრა სამთავრობო გუნდის პოლიტიკურ მიმართულებაზეც. მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.

ასევე იხილეთ