გიორგი შერმადინმა „ბარსელონასთან“ 19 წუთში 19 ქულა მოაგროვა
ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი გამართა გიორგი შერმადინმა. მისმა „ტენერიფემ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 91:95 დამარცხდა. მატჩის უმეტესი ნაწილი წინ მასპინძლები იყვნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში კატალონიელები უკეთ გაისარჯნენ და გაიმარჯვეს კიდეც.
შერმადინის სტატისტიკა ასეთი იყო: 19 წუთი, 19 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი. სარგებლიანობის კოეფიციენტი – 26. გიორგიმ 9-დან 7 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
„ბარსას“ გამარჯვება უმთავრესად ნიკოლა ლაპროვიტოლას დამსახურებაა, რომალმაც 22 ქულა ჩააგდო.
„ტენერიფე“ მომდევნო მატჩს 16 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს – ბერძნულ „კოლოსოსს“