ავთანდილ არაბული იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე: სიმპტომატურია, რომ ათასწლეულის შემდეგ დაუბრუნდა სამშობლოს
ენათმეცნიერი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნების ფაქტს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ ფილმში გამოეხმაურა.
„ეს ხელნაწერი ფაქტობრივად, დაკარგული იყო – სინას მთიდან წასული იყო კერძო კოლექციაში, კერძო კოლექციაში კი იყო, მაგრამ სად გაქრებოდა, კაციშვილმა არ იცოდა! რაღაც სიმპტომატურია, რომ ხელნაწერი, ათასწლეულის შემდეგ დაუბრუნდა სამშობლოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! მე ისეთი ზე აღტაცება განვიცადე, რომ თითქოს, რაღაცას განიშნებს უფალი და მით უმეტეს, იმ ტანჯული ადამიანის, იოანე ზოსიმეს სულისთვის რას ნიშნავს, რომ მისი ხელნაწერი თავის ადგილს უკვე საქართველოში დაივანებს“, – აღნიშნა ავთანდილ არაბულმა.