თეა წულუკიანი: 27 ოქტომბრიდან მავნებლების ის პატარა ჯგუფი – პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან

„ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს სიმშვიდეს და განვითარებას. ციფრებს ჩავხედოთ, ნუ დავუჯერებთ ნურავის, მათ შორის, ნურც – მე. ქვეყანა 12 წლის თავზე არის მინიმუმ 12-ჯერ წინ, ვიდრე მანამდე იყო”, – განაცხადა გადაცემაში „ნოესთან“ კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს დამაჯერებლად და 27 ოქტომბრიდან მაინც მავანი ძალები შეეცდებიან პრობლემების შექმნას. ქართველების, მავნებლების ის პატარა ჯგუფი – პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტად სამწუხარო, ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება, მაგრამ ამისგან ჩვენი ქვეყნისთვის ვერაფერი ცუდი შედეგი ვერ დადგება – ეს არის ჩემი პროგნოზი“, – განაცხადა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ