„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და ქართული ოცნების გურიის ქალთა ორგანიზაციის რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელი ნათია გოლიაძე, საკრებულოს წევრთან დავით მდინარაძესთან ერთად, ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, ოზურგეთის მერმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები შეაჯამა, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ავთანდილ თალაკვაძის თქმით, მისი გუნდი აფასებს მოქალაქეების მხარდაჭერას და 26 ოქტომბერს მათთან ერთად გაიმარჯვებს.

„ჩვენი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის თითოეულ უბანში ვხვდებით საზოგადოებას. ძვირფასო თანამოქალაქეებო, ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას და მჯერა, 26 ოქტომბერს ისევ ერთად გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლისთვის! მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!“ – მიმართა თალაკვაძემ მოქალაქეებს.

ასევე იხილეთ