აკაკი ალადაშვილი: მოსახლეობის სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ „ქართული ოცნების“ მიმართ, მჯერა, 26 ოქტომბერს მათთან ერთად ღირსეული გამარჯვება გველოდება, – „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრები საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, სოფელ დიღომში, სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების“ ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. დელეგატმა მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე.
„ყოველდღიური შეხვედრებისას, მოსახლეობის სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ „ქართული ოცნების“ მიმართ, სწორედ ამიტომ მჯერა, 26 ოქტომბერს მათთან ერთად ღირსეული გამარჯვება გველოდება“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.