თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა.
მისივე განმარტებით, რადგან მისი სტატუსის მქონე ადამიანმა კონსტიტუცია დაარღვია, პრევენციისთვის მნიშვნელოვანია მისი გადაყენება.
„გულდასაწყვეტია, როდესაც ამ სტატუსის მქონე ადამიანი არღვევს კონსტიტუციას. ის კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე პირველი უნდა იდგეს. მომავალში ვერავინ რომ ვერ გაბედოს კონსტიტუციის დარღვევა, სახელმწიფოს შეურაცხყოფა, ამის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის წავიდეს არა როგორც ყოფილი, არამედ გაშვებული პრეზიდენტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.