მიხეილ სარჯველაძე სოფელ შავშვებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სოფელ შავშვებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
მიხეილ სარჯველაძემ მათ სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და დასახლებაში არსებულ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამედიცინო და ინფრასტრუქტურულ საკითხებს, განიხილეს ადგილობრივების საჭიროებებიც.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში, 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შედეგად დევნილი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობის, 16 სოფლის მაცხოვრებლები, 650-მდე ადამიანი ცხოვრობს.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, სოფელ შავშებში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე. შეხვედრაზე, სხვა პირებთან ერთად, ასევე, იმყოფებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.