ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზაში ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმა ისრაელის სისასტიკის გამოვლინებაა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმა ისრაელის სისასტიკის გამოვლინებაა.

როგორც სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაქაიმ განაცხადა, ისრაელის მოკავშირეები პასუხისმგებლები არიან ამ ქვეყნის დაუსჯელობისთვის.

„ჯაბალიას ბანაკში საკვების მისაღებად რიგში მყოფი უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა ისრაელის სისასტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა“, – აღნიშნა ბაქაიმ.

ჯაბალიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციები ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურ ფაზაში გადავიდა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, სამიზნე „ჰამასის“ მებრძოლები არიან და თავდასხმები მიმართულია ტერორისტულ სამიზნეებზე.

ასევე იხილეთ