ლაშა ნაცვლიშვილი: არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც მოწინააღმდეგის გამარჯვების საყურებლად იღვწიან პოლიტიკაში და დათო გამყრელიძე ერთ-ერთი მათგანია – ყველაზე დიდი სიბრიყვეა, აკეთო ერთი და იგივე და ელოდო განსხვავებულ შედეგს

„როდესაც დათო გამყრელიძე „ლელოს“ შტაბს ჩაუდგა სათავეში, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ „ლელო“ და ზოგადად ოპოზიცია, კრახისთვისაა განწირული“, – წერს სამართალმცოდნე ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც მოწინააღმდეგის გამარჯვების საყურებლად იღვწიან პოლიტიკაში და დათო გამყრელიძე ერთ-ერთი მათგანია. მანვე აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი სიბრიყვეა, აკეთო ერთი და იგივე და ელოდო განსხვავებულ შედეგს.

„როდესაც დათო გამყრელიძე „ლელოს“ შტაბს ჩაუდგა სათავეში, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ „ლელო“ და, ზოგადად, ოპოზიცია, კრახისთვისაა განწირული.

ეს იყო ნიშანი – ცხადი და თვალსაჩინო ინდიკატორი.

არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც მოწინააღმდეგის გამარჯვების საყურებლად იღვწიან პოლიტიკაში და დათო გამყრელიძე ერთ-ერთი მათგანია.

მან ვერც 2003 წლის ნოემბერში გამოიცნო ხალხის გულისთქმა, როცა კვორუმი შეუვსო კრახისთვის განწირულ შევარდნაძეს;

ვერც 2007 წლის ნოემბერში, როცა ლევან გაჩეჩილაძეს და გაერთიანებულ ოპოზიციას დაუპირისპირდა;

ვერც 2011 წლის ივნისში, როდესაც გიორგი თარგამაძესთან ერთად დაშალა ოპოზიციური „რვიანი“ და კოლაბორანტის იარლიყით შეხვდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას (ამის გამო დატოვა დათო საგანელიძემ მაშინ „ახალი მემარჯვენეები“).

ახლა, სავარაუდოდ, ჰგონია, რომ გამოიცნო, მაგრამ მე და აინშტაინმა ხომ კარგად ვიცით, რომ ყველაზე დიდი სიბრიყვეა, აკეთო ერთი და იგივე და ელოდო განსხვავებულ შედეგს.

ორი ათეული წელია, რაც დათო გამყრელიძე მიზანს სამიზნის შერჩევის ეტაპზევე აცილებს, ანუ როგორც სტადიონზე ამბობენ ხოლმე დროული გულშემატკივრები – „მაზავს“.

ტრადიცია არც ახლა დაირღვევა.

პ.ს. არავისთან პოლემიკას არ ვაპირებ, პირველ კომენტარს 27 ოქტომბერს დავწერ…“ – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

 

ასევე იხილეთ