ირაკლი კობახიძე: თუ გვინდა მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გზა ამ ყველაფრისკენ გადის ურთიერთშერიგებაზე და ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე

„თუ გვინდა ურთიერთშერიგება, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, გზა გადის ამ ყველაფრისკენ ურთიერთშერიგებაზე და ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხდება ურთიერთპატიების გარეშე და გაჟღერებული გზავნილი ძალაშია.

„როდესაც საუბრობთ ბიძინა ივანიშვილზე, მინდა გავიხსენო, რომ რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს შექმნის იდეა და ინიციატივა ეკუთვნის სწორედ მას და ის, რომ დღეს ეს რეგიონი არის აღჭურვილი თანამედროვე რესპუბლიკური საავადმყოფოთი, არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.

რაც შეეხება ბოდიშის თემას, ჩვენ თუ გვინდა ურთიერთშერიგება, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, გზა გადის ამ ყველაფრისკენ ურთიერთშერიგებაზე და ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე. შესაბამისად, ძალაშია ის გზავნილი, რომელიც ჩვენი მხრიდან გაჟღერდა – ჩვენ თუ გვინდა მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ერთადერთი გზა არის ურთიერთშერიგება და ურთიერთშერიგებისკენ ერთადერთი გზა არის ურთიერთპატიება ხალხებს შორის.

ბუნებრივია, ე.წ. ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ თუ გვსურს მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ვერ მოხდება ურთიერთშერიგებისა და შესაბამისად, ურთიერთპატიების გარეშე“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ასევე იხილეთ