სოფელ ხოვლეში ადმინისტრაციული ერთეულის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ადმინისტრაციული ერთეულის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში შეიცვალა  სახურავი, კარ-ფანჯრები, ელექტრობა, სველი წერტილები, სასმელი წყლის და წყალარინების გაყვანილობა, იატაკი, შეიღება შენობის ინტერიერ-ექსტერიერი.

პროექტის განხორციელებამ ადმინისტრაციული  ერთეულის თანამშრომლების მუშაობის პირობები გააუმჯობესა.

პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და შპს „დანი ქონსთრაქშენის“ მიერ განხორციელდა.

ასევე იხილეთ