გიორგი ვოლსკი: დასავლეთი რუსეთთან ტრილიონ-ნახევარს ვაჭრობს და საქართველო უნდა დაიჩაგროს იმიტომ, რომ არის შუა დერეფანი და არის ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ მე დამიჭირეთ მხარი, მოვალ და რასაც მეტყვით გავაკეთებო

„დასავლეთი რუსეთთან ტრილიონ-ნახევარს ვაჭრობს და საქართველო უნდა დაიჩაგროს იმიტომ, რომ არის შუა დერეფანი და არის ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ მე დამიჭირეთ მხარი, მოვალ და რასაც მეტყვით გავაკეთებო”, – განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

„ეს ადამიანები [რადიკალური ოპოზიცია] დასავლეთს უმტკიცებენ – საქართველოში ასეთი ვითარებაა, თქვენ შუა დერეფანი გჭირდებათ, რომელიც საგანგებო მნიშვნელობისაა და ჩვენ რასაც გვეტყვით, იმას გავაკეთებთ. თუ ლიტვა მეტ ღვინოს ყიდის რუსეთში, თუ შვედეთში ისეთი კრიმინალური ვითარება ჩამოყალიბდა, რომ ბანდიტური გარჩევები ჩვეულებრივი ამბავი გახდა, ინდოეთი და კანადა ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ დიპლომატები გაყარეს, ესტონეთის პრემიერის ქმარი რუსეთში ბიზნესს აკეთებს, რა უნდათ ამ პატარა საქართველოსგან? დასავლეთი რუსეთთან ტრილიონ-ნახევარს ვაჭრობს და საქართველო უნდა დაიჩაგროს იმიტომ, რომ არის შუა დერეფანი და არის ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ მე დამიჭირეთ მხარი, მოვალ და რასაც მეტყვით გავაკეთებ. მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთია, რომელიც ის ქვეყანა ხომ არ არის, რომ საქართველოზე გიჟდება, უნდა რომ ნიკორწმინდა რესტავრირებული იყოს და ადარდებს სვეტიცხოველი იქნება თუ არა. ისიც ასეა, თავისი ინტერესი აქვს და ჩვენ ვიმეორებთ სულ, რომ ყველა ქვეყანას თავისი პრაგმატული ინტერესი აქვს და ესენი ლავირებენ, ხან რუსეთთან უნდა ვივაჭროთო, ხან რუსულ ფულს სუნი არ ასდისო, ხან პროდასავლელები ვართო. ეს უსამშობლო ხალხი, საითაც გინდა, იქითკენ წავლა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ