შალვა პაპუაშვილი: 2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 მლრდ ლარი ჩაიდება
“2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 000 000 000 ლარი ჩაიდება”,– აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
იგი იმ მაჩვენებლებზე საუბრობს, რის მიღწევასაც ხელისუფლება 2028 წლისთვის გეგმავს.
„აგრობიზნესის გამოშვებას – 24 000 000 000 ლარი
სოფლის მეურნეობის ექსპორტს – 2 300 000 000 ლარი
ბოლო 12 წლის განმავლობაში: აგრობიზნესის გამოშვება გაიზარდა – 7,6 მლრდ ლარიდან 16,6 მლრდ ლარამდე
სოფლის მეურნეობის ექსპორტი გაიზარდა – 511 მლნ ლარიდან 1,44 მლრდ ლარამდე“, – წერს პაპუაშვილი.