შალვა პაპუაშვილი: გამჭვირვალობის რეესტრში დღეისთვის რეგისტრირებულ ორგანიზაციათა რიცხვმა უკვე გადააჭარბა იმ ორგანიზაციების რიცხვს, რომლებიც გამჭვირვალობის კანონს ასაჩივრებენ – 300-ზე მეტი განაცხადი დამუშავების პროცესშია
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრირებულ ორგანიზაციებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„გამჭვირვალობის რეესტრში დღეისთვის რეგისტრირებულ ორგანიზაციათა რიცხვმა (144 ორგანიზაცია) უკვე გადააჭარბა იმ ორგანიზაციების რიცხვს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ასაჩივრებენ (136 ორგანიზაცია). დამატებით 300-ზე მეტი ორგანიზაციის სარეგისტრაციო განაცხადი ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია.
…და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველ დილით ისევ საქართველოს ლამაზ ქალაქებსა და სოფლებში ვიღვიძებთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.