პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” შეხვედრები, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტში გრძელდება
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში სოფლების: ნაფარეულის, სანიორეს, ჯუღაანისა და ლაფანყურის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის ჩართულობაზე.
მიმოიხილეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები.