ალექსანდრე კობაიძე: უმნიშვნელოვანესია პატიმრის მონაწილეობა არჩევნებში, რაც კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებაა

„საქართველოს მასშტაბით შერჩეული 4 არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება არჩევნებს პენიტენციურ დაწესებულებებში, მათ შორის, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია”, – ამის შესახებ არასამთავრობო კოალიციათა გაერთიანების ხელმძღვანელმა და იურისტმა ალექსანდრე კობაიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პატიმრის მონაწილეობა არჩევნებში კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებაა.

„სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია პატიმრის უფლებები და მასზე ზრუნვა, მათ შორის, ასევე უმნიშვნელოვანესია პატიმრის მონაწილეობა არჩევნებში, რაც კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებაა.

საქართველოს მასშტაბით შერჩეული 4 არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება არჩევნებს პენიტენციურ დაწესებულებებში, მათ შორის, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია”, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

 

 

ასევე იხილეთ