ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის ლიდერების მიერ საქართველოს შესახებ დასკვნის დამტკიცებაზე: 26 ოქტომბრის არჩევანი გადაწყვეტილია – სულ რომ ისტერიკა დაიმართოს მარკეტა გრეგოროვამ, საქართველო მშვიდობის პოლიტიკას არ შეცვლის
„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოსა და მოლდოვის შესახებ დასკვნა დაამტკიცეს.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, მსგავს დასკვნებს და შეფასებებს, ჩალის ფასი აქვს ქართველი ხალხისთვის. მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევანი გადაწყვეტილია, საქართველო მშვიდობის პოლიტიკას არ შეცვლის.
„დასკვნა მზადაა, ოღონდ ჯერ არაფერს გვეუბნება იოზვიაკი, „გვასპოილერებს”…
ჰო და, ჩემო რიკარდ!
ჩვენც უნდა „დაგასპოილეროთ” – მაგ დასკვნებს და კოლექტიური კუბილიუსის შეფასებებს, ჩალის ფასი აქვს ქართველი ხალხისთვის.
26 ოქტომბრის არჩევანი გადაწყვეტილია – სულ რომ ისტერიკა დაიმართოს მარკეტა გრეგოროვამ, საქართველო მშვიდობის პოლიტიკას არ შეცვლის!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.