ბესო ხარძიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: უსირცხვილოდ გამოდიან და ამბობენ, როდემდე ეს გირგვლიანიო. მე არ მგონია, რომ ბესო ხარძიანით ვინმესთვის თავი შემეწყინა. ამაზე რას გვეტყვიან?! არასდროს მიგრძნია მათგან სინანული

„უსირცხვილოდ გამოდიან და ამბობენ, რომ როდემდე ეს გირგვლიანიო. მე არ მგონია, რომ ბესო ხარძიანით ვინმესთვის თავი შემეწყინა. ამაზე რას გვეტყვიან?! არასდროს მიგრძნია მათგან სინანული”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბესო ხარძიანმა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ საარჩევნო დაპირებაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს.

„სახელი და გვარები არ მოსწონთ ხოლმე და გირგვლიანზე გამიგია და მსმენია მათგან [„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან], რომ უსირცხვილოდ გამოდიან და ამბობენ, რომ როდემდე ეს გირგვლიანიო. მე არ მგონია, რომ ბესო ხარძიანით ვინმესთვის თავი შემეწყინა. ამაზე რას გვეტყვიან?! არასდროს მიგრძნია მათგან სინანული – ან საჯარო ეთერით, ან ისე, ჩვენ ხომ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, ხანდახან ერთ კაფეში გვიწევს ჯდომა, ან ერთ სიტუაციაში ყოფნა. სინანულის გრძნობა არ გააჩნიათ ამ ადამიანებს.

ვეთანხმები [„ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას. როგორ არ უნდა დავეთანხმო. კანონის ფარგლებში და არა ისე, რა თამაშის წესებსაც ისინი გვთავაზობდნენ. ისე, ცოტა ხომ არ დავაგვიანეთ?! როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ბოდიში გამოთქმისთვის და ყური რომ უნდა აგვეხია მათთვის, ყურიც არ აგვიწევია. სანამ ცოცხალი ვარ, მათ დავუპირისპირდები, ღირსეულად, მიუხედავად იმისა, რომ უსინდისო მოწინააღმდეგეები გვყავს“, – აღნიშნა ხარძიანმა.

ასევე იხილეთ