გიორგი გვიჩიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შემთხვევაში, საზოგადოებას დაემუქრება იგივე საშიშროება, შეიძლება, უდანაშაულო ადამიანები სამუდამო პატიმრობისთვის გაწირონ
მოქალაქეებს 2012 წლამდე პერიოდს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი გვიჩიანი ახსენებს. მისი თქმით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფებისთვის ხმის მიცემა მათი ძალადობრივი პოლიტიკის მხარდაჭერას ნიშნავს.
„მინდა, მივმართო საზოგადოებას, იმ ამომრჩეველს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან დამეგობრებულ პარტიებს უჭერენ მხარს, მათი დაბრუნების შემთხვევაში, საზოგადოებას დაემუქრება იგივე საშიშროება, უდანაშაულო ადამიანები, შეიძლება, სამუდამო პატიმრობისთვის გაწირონ, ასევე არსებობს ომის საფრთხეც“, – აღნიშნა გიორგი გვიჩიანმა.