„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა განაცხადეს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და ნატო-ში უკრაინის შეუქცევად გზას უჭერენ მხარს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების თავდაცვის მინისტრები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინის შეუქცევად გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ნატო-ში გაწევრიანების ჩათვლით.

მინისტრებმა გამოთქვეს  მზაობა გააძლიერონ უკრაინის დახმარება, მათ შორის სამხედრო დახმარება, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში.

თავდაცვის მინისტრებმა აღნიშნეს, რომ პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს გადაწყვეტილების ძიება უკრაინული არმიის შექმნაზე, რომელიც ურთიერთთავსებადი იქნება ნატო-სთან და მის წევრ ქვეყნებთან.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი რჩება ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, როგორც ეს გაწერილია გაერო-ს წესდებაში და მის პრინციპებში, რაც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე იხილეთ