გურამ მაჭარაშვილი დღეს დაგეგმილ მარშზე: ეს არ არის ქართული არჩევანი, არამედ ეს არის „თბილისი პრაიდის“ და უცხოეთიდან გათხოვილი კაცების შედგენილი დღის წესრიგი, რაშიც ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მონაწილეობას არასდროს მიიღებს
“სირცხვილია ის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, ტრადიციებზე, საქართველოზე, ქართველობაზე, ამ დროს „თბილისი პრაიდმა“, რომელიც კაცების გათხოვების დაკანონების მომხრეა, უნდა ჩაატაროს მარში და აქ უნდა მიიღონ მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებმა”, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
„ეს თავიდან ბოლომდე განწირულია, რადგან ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის შეცდომაში შეყვანის მცდელობაც კი აღარ გამოვა. მცირე ნაწილს კი მოვუწოდებთ, რომ ეს არ არის ქართული არჩევანი, არამედ ეს არის „თბილისი პრაიდის“ და უცხოეთიდან გათხოვილი კაცების შედგენილი დღის წესრიგი, სადაც ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მონაწილეობას არასდროს მიიღებს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.