ირაკლი ბათიაშვილი: მიზანი იყო ის, რომ მე უნდა ჩავმპალიყავი ციხეში. თავიდან ჯამში 24 წელი მომისაჯეს და მომათავსეს ყველაზე საშინელ, მე-7 საპყრობილეში
„მიზანი იყო ის, რომ მე უნდა ჩავმპალიყავი ციხეში. თავიდან ჯამში 24 წელი მომისაჯეს და მომათავსეს ყველაზე საშინელ, მე-7 საპყრობილეში. გლდანი და სხვა საპყრობილეები იმასთან შედარებით ოაზისია”, – განაცხადა ფილოსოფიის დოქტორმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
„თაგვის და ბუზის დანახვაც კი მენატრებოდა. „გრობი“ იყო მთლიანად, რომ ადამიანი იქ ან გაგიჟდეს, ან მოკვდეს.
მასობრივ რეპრესიებს თან ახლდა ტოტალური კონტროლი, ტოტალური მოსმენების გზით, ტოტალური ფარული თვალთვალის და მიყურადების გზით და დაჭერები. ამ რაოდენობის პატიმარი და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ადამიანი არასოდეს არ ყოფილა. 300 ათასზე მეტი ადამიანი იყო, ესე იგი ქართველი ერი კრიმინალად შერაცხეს.
ვინ დადგა, როგორ შეიძლებოდა მაშინ ვიღაცას ასეთი რამე დაედგა სასჯელაღსრულების სისტემაში. გამოდის სულხან მოლაშვილი რომ დაიჭირეს და ასეთ საშინელ დღეში ჩავარდა, ესე იგი ყველაფერი დადგმული იყო? ასობით და ათასობით პატიმარი, წამების მანამდე უცნობი მეთოდები, რაც ბოლშევიკებს და ნაცისტებსაც კი არ გამოუყენებიათ. ეს არის მართლაც შემაძრწუნებელი, სამარცხვინო ლაქა ჩვენი სახელმწიფოებრიობის უახლესი წარსულის ისტორიაში“, – აღნიშნა ირაკლი ბათიაშვილმა.