ზურაბ ნოღაიდელი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე: ადამიანის უფლებები, თავისუფლებები, სამართლიანობა და დემოკრატია თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გაითელა
„ვერც კი წარმომიდგენია, რომ მოვლენები ისე განვითარებულიყო ცოცხალი ზურაბ ჟვანიას პირობებში”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
„ადამიანის უფლებები, თავისუფლებები, სამართლიანობა და დემოკრატია თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გაითელა. სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ ზურაბ ჟვანიას სიცოცხლის შემთხვევაში ეს არ მოხდებოდა“, – აღნიშნა ნოღაიდელმა.