ნინო წილოსანი ფეხბურთელების ბულინგზე: მინდა ჩვენს სპორტსმენებს მადლობა გადავუხადო პატრიოტიზმისთვის
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის პრეზენტაციის შემდეგ, ბულინგის მორიგი ტალღა რადიკალებისგან. ადრესატები ამჯერად ფეხბურთელები არიან, რომლებიც მმართველი პარტიის საარჩევნო კლიპში მონაწილეობენ. აღნიშნულს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები.
„ამ ფაშისტებს ჰგონიათ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს დააბულინგებენ რეალურად კი, ამხელა სპორტული ჯახები რომ გაქვს გადატანილი ადამიანს – ჟორჟოლიანებმა, დიღმელაშვილებმა და ელისაშვილებმა რა უნდა დაგაკლონ..
ახლა ჩვენს ქვეყანას, ისე როგორც არასდროს, ყველა თავისი მოყვარე ადამიანი სჭირდება. მინდა ჩვენს სპორტსმენებს მადლობა გადავუხადო პატრიოტიზმისთვის“, – წერს Facebook-ზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი.