უკრაინაში მებრძოლი ლადო გამსახურდია, “ქართული ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში, რევოლუციას აანონსებს

უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე, პარტია “ქართველთა ერთობის” ლიდერი ლადო გამსახურდია საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში „რევოლუციითა და სისხლით“ იმუქრება.

შესაბამისი განცხადება მან ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში გააკეთა.

“ეს იქნება რევოლუცია და დემოკრატიულმა სამყარომ მხარი უნდა დაუჭიროს ამ რევოლუციას”,  – განაცხადა სამხედრომ, რომელიც უკრაინის მხარეს კურსკში იბრძვის.

ასევე იხილეთ