შალვა პაპუაშვილი: არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის, ფხიზლად უნდა იყოს ჩვენი ხალხი და მთავარი ანტიდოტი ასეთი არაქართული ძალებისთვის არის მოსვლა არჩევნებზე და დამაჯერებელი დამარცხება ამ არაქართული ძალების

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გარკვეული ჯგუფი გადატრიალებისთვის ემზადება და არის მცდელობა, რომ ამისთვის საბაბი შეიქმნას.

„ფაქტია და ყველა ნიშანი აჩვენებს იმას, რომ არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის. ამის არანაირი რევოლუცია და რომანტიზება არ შეიძლება. ემზადებიან გადატრიალებისთვის, რასაც 2020 წელს აპირებდნენ და მაშინ არ გამოუვიდათ. ამისთვის ამზადებენ საბაბს იმ „ენჯეოების“ გამოყენებით, რომლებიც საარჩევნო აქციებს მართავენ და საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები – რომ შეადგინონ ყალბი ანგარიშები, როგორც ეს 2020 წელს გააკეთეს ყალბი „პივიტის“ გავრცელებით, რათა შეიქმნას საბაბი გადატრიალებისთვის. ამისთვის ემზადებიან სინამდვილეში. ასე რომ ფხიზლად უნდა იყოს ჩვენი ხალხი და მთავარი ანტიდოტი ასეთი არაქართული ძალებისთვის არის მოსვლა არჩევნებზე და დამაჯერებელი დამარცხება ამ არაქართული ძალების”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ