ქალაქ კასპში საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ კასპში საცურაო აუზის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

აუზის მშენებლობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დიდი და მცირე აუზის, ტრენაჟორების დარბაზის, 100 ადამიანზე განკუთვნილი ტრიბუნის, ასევე პერსონალის, მწვრთნელებისა და ექიმის ოთახების, გასახდელების, საშხაპეების, პარკინგის და გარე კაფეს მოწყობა.

საცურაო აუზი ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.

აუზის მშენებლობა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.

პროექტი, რომელსაც შპს „ართვინ ჯორჯია“ ახორციელებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და 2025 წელს დასრულდება.

 

ასევე იხილეთ