მარიამ ლაშხი: ვერ არევთ ქვეყანას, ეს არც მანამდე გამოგსვლიათ და არც შემდგომში გამოგივათ. სახელმწიფო და “ქართული ოცნება” – ხელისუფალი ისე, როგორც არასდროს არის ძლიერი

“ვერ არევთ ქვეყანას, ეს არც მანამდე გამოგსვლიათ და არც შემდგომში გამოგივათ”, – ამგვარად გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი უკრაინაში მებრძოლი ლადო გამსახურდიას განცხადებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში „რევოლუციითა და სისხლით“ იმუქრება.

„ვერ არევთ ქვეყანას, ეს არც მანამდე გამოგსვლიათ და არც შემდგომში გამოგივათ. სახელმწიფო და „ქართული ოცნება“ – ხელისუფალი ისე, როგორც არასდროს, არის ძლიერი. ჩვენ ვნახეთ, რომ ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი ტიპის პატარა დანაშაულებიც კი თავის დროზე იყო იდენტიფიცირებული. აგრესიის გამოხატულება და რევოლუციის მოწყობა, ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ არის პირველ რიგში მიმართული. მსგავსი ადამიანების ადგილი ქვეყანაში არ არის”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

უკრაინაში მებრძოლი ლადო გამსახურდია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში რევოლუციას აანონსებს.

ასევე იხილეთ