ლევან ნიკოლეიშვილი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ დაიწყო მზადება 26 ოქტომბრის საღამოს – საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, რადიკალური ოპოზიცია ემზადება 26 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის.

მისი ინფორმაციით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მხარდამჭერებში ავრცელებენ ხმებს, რომ არჩევნები ყალბდება, რითაც ცდილობენ მათ ქუჩაში გამოყვანას არჩევნების დასრულებისთანავე.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ დაიწყო მზადება 26 ოქტომბრის საღამოს – საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ავრცელებენ ხმებს მხარდამჭერებში, რომ არჩევნები ყალბდება, რითაც ცდილობენ არჩევნების დასრულებისთანავე ქუჩაში გამოვიდნენ“, –  წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

ასევე იხილეთ