ალექსანდრე დარახველიძე: შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად ახორციელებს თავისი დანაყოფების აღჭურვასა და გადაიარაღებას

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის  განცხადებით, უწყება სამართალდამცველების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საპოლიციო ინფრასტრუქტურის  განახლებას მუდმივ რეჟიმში ახორციელებს.

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „დღის კურიერში“  განაცხადა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზის  აშენებაც  სწორედ აღნიშნული პროცესის ნაწილია.

„ეს არის მუდმივი პროცესი, წლებია შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად ახორციელებს თავისი დანაყოფების აღჭურვას და გადაიარაღებას.  გაიხსნა პოლიციის არაერთი ახალი შენობა, ასევე  მოხდა გადაიარაღება, ავტოპარკის და სხვა იმ საშუალებების  განახლება, რომლებიც აუცილებელია პოლიციის გამართული ფუნქციონირებისთვის. ეს არის გრძელვადიანი გეგმა, რომელიც დასახული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენ ეტაპობრივად უზრუნველვყოფთ ჩვენი ყველა დანაყოფის სათანადო აღჭურვას იმისათვის, რომ პოლიციამ ეფექტურად შეასრულოს მასზე დაკისრებული ამოცანები“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ასევე იხილეთ