ბლინკენი: აშშ მჭიდრო კოორდინაციაშია ისრაელთან იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის საჭირო ირანის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მჭიდრო კოორდინაციაშია ისრაელთან იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის საჭირო ირანის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად.

ენტონი ბლინკენის თქმით, ისრაელის პასუხმა ირანის სარაკეტო თავდასხმაზე არ უნდა გამოიწვიოს ესკალაციის გაუთავებელი ციკლი.

“არავის ინტერესში არ შედის ასეთი ესკალაციის ხილვა”, –  აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ასევე მუშაობს პარტნიორებთან, რათა „პირდაპირ ან ირიბად“ თეირანს გადასცეს, რომ ისრაელზე შემდგომ თავდასხმებს “ღრმად ნეგატიური შედეგები მოჰყვება ირანის ინტერესებისთვის”.

ასევე იხილეთ