ოლაფ შოლცი: მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ომში მყოფი ქვეყანა ვერ გახდება ნატოს წევრი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უარყო ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად მიწვევასთან დაკავშირებით, რაც რუსეთის წინააღმდეგ „გამარჯვების გეგმის“ ნაწილია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

“მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ომში მყოფი ქვეყანა ვერ გახდება ნატოს წევრი. ეს ყველამ იცის, ამ თემაზე უთანხმოება არ არსებობს”, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ოლაფ შოლცის თქმით, ალიანსმა აღწერა უკრაინის საბოლოოდ გაწევრიანების პერსპექტივა გასულ წელს ვილნიუსში ნატოს სამიტზე, ხოლო შემდეგ კი ვაშინგტონის სამიტზე.

ასევე იხილეთ