კამალა ჰარისი: დონალდ ტრამპი გადაღლილია და არჩევის შემთხვევაში ოპონენტებზე შურისძიებას გეგმავს
“დონალდ ტრამპი გადაღლილია და არჩევის შემთხვევაში ოპონენტებზე შურისძიებას გეგმავს”, – ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
“რაც შეეხება გუშინდელ საღამოს, ტრამპი კვლავ არ გამოჩნდა. მან უარი თქვა „სიენენის“ დებატებში მონაწილეობაზე. მისი თანამშრომლები ამბობენ, რომ ის გადაღლილია. სამწუხარო ამბავი ისაა, რომ ის ცდილობს, გახდეს აშშ-ის პრეზიდენტი, რაც სავარაუდოდ, მსოფლიოში ყველაზე რთული სამსახურია და ის უკვე გადაღლილია. თქვენ გაქვთ არჩევანი – ან დონალდ ტრამპი, რომელიც იჯდება ოვალურ კაბინეტში, იფიქრებს შურისძიებაზე, სამაგიეროს გადახდაზე და ის უკვე წერს თავისი მტრების სიას, ან ის, რასაც მე გავაკეთებ – ვუპასუხებ ხალხს, როგორც გუშინ საღამოს შეხვედრაზე გავაკეთე, სამოქმედო გეგმით”, – განაცხადა ჰარისმა.