არჩილ თალაკვაძე: “ქართული ოცნება” დღეს არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, შეასრულოს მთავარი პირობები, მათ შორის, საქართველოს ინტერესების დაცვა, მშვიდობის განმტკიცება, ეკონომიკის ზრდა

“ქართული ოცნება” დღეს არის ერთადერთი ძალა და პარტია, რომელსაც შეუძლია, შეასრულოს მთავარი პირობები”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ.

“ეს პირობებია – საქართველოს ინტერესების დაცვა, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, ეკონომიკის შემდგომი ზრდა და კეთილდღეობის გაუმჯობესება, სოციალური მექანიზმების გაუმჯობესება და ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

26 ოქტომბერს ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. სულ 3031 უბანი გაიხსნება და მათ შორის 2 263-ზე კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გაიმართება.

ასევე იხილეთ