რატი ბრეგაძე: არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორისაა და შეუძლებელია ვინმემ აირჩიოს ბოროტება, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ბრძნულ არჩევანს გააკეთებს

“დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ბრძნულ არჩევანს გააკეთებს”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოახლოებული არჩევნების საკითხზე საუბრისას.

მისი თქმით, არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორისაა და შეუძლებელია, რომ საზოგადოებამ ბოროტება აირჩიოს.

“ეს არჩევანი არის მარტივი, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ის უალტერნატივოა. როდესაც არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებობს, შეუძლებელია ვინმემ აირჩიოს ბოროტება; შეუძლებელია როდესაც არჩევანი არსებობს ავტოკრატიულ წარსულსა და დემოკრატიულ განვითარებას შორის, ვინმემ ავტოკრატიულ წარსულ მისცეს ხმა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ბრძნულ არჩევანს გააკეთებს”, – აღნიშნა ბრეგაძემ.

26 ოქტომბერს ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. სულ 3031 უბანი გაიხსნება და მათ შორის 2 263-ზე კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გაიმართება.

ასევე იხილეთ