შალვა პაპუაშვილი დავით კეზერაშვილზე: ჯერ ქართული ჯარი გაძარცვა და შეიფარეს ევროპაში, ახლა ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და მაინც თბილად არის ევროპაში ისე, რომ არაფერი ემუქრება, ის იქიდან ღიად აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს

ჯერ ქართული ჯარი გაძარცვა და შეიფარეს ევროპაში, ახლა ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და მაინც თბილად არის ევროპაში ისე, რომ არაფერი ემუქრება”, –  განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დავით კეზერაშვილის შესახებ. მან კეზერაშვილზე ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაციის გარდა სხვა ინფორმაცია არ აქვს.

“თუმცა, გამოცდილება გვკარნახობს, რომ ასეთი სქემების უკან ყოველთვის მოიძებნება ხოლმე ბატონი კეზერაშვილის კვალი, რომელიც შეფარებული ჰყავს ევროკავშირს თავის ტერიტორიაზე და არ გვაძლევს ჩვენ, რომ მოიხადოს სამართლიანი სასჯელი იმისთვის, რომ ქართული ჯარი გაძარცვა. 5 მილიონი ევრო მან 2008 წლის ომამდე რამდენიმე თვით ადრე ქართულ ჯარს მოჰპარა.

ეს ადამიანი დღეს თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირში, ევროკავშირი იფარებს მას, ის იქიდან ღიად აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს თავისივე აღიარებით. ის ღიად აფინანსებს ტელევიზიას, ამას აღიარებს. ღიად აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რასაც ასევე აღიარებს. ვხედავთ, საიდან მოდის ეს ფული – მოდის ისევ ევროპელი პენსიონერების გაძარცვით, ჯერ ქართული ჯარი გაძარცვა და შეიფარეს ევროპაში, ახლა ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და მაინც თბილად არის ევროპაში ისე, რომ არაფერი ემუქრება. ვხედავთ, ხან ლონდონში ზის კაფეში ამერიკელ ლობისტებთან ერთად, ხან სად და ხან სად”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ასევე იხილეთ