საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან 100-მდე შეხვედრა ჩატარდა

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ მოსახლეობასთან 100-მდე შეხვედრა გამართა. ამომრჩევლებთან ბოლო შეხვედრები ლოტკინის დასახლებაში, ზღვისუბანში, ცოტნე დადიანის, ბენდელიანისა და სააკაძის ქუჩებზე ჩატარდა.

როგორც დელეგატმა აღნიშნა, ადგილობრივებთან 26 ოქტომბრის არჩევნების პრინციპულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე, მოისმინეს მოქალაქეების საჭიროებები და მმართველი გუნდის 4-წლიანი პროგრამა გააცნეს.

„ყველა ვთანხმდებით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ⁠რომ პროგრესი და კეთილდღეობა ომის პირობებში ვერ მიიღწევა, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი დამოუკიდებელი ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს განვითარება და წინსვლა. ბოლო შეხვედრა სააკაძის ქუჩაზე ჩავატარეთ, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, თითოეულ ადამიანს, ვინც წინასაარჩევნო პერიოდში შეხვედრებს ესწრებოდა და გვერდში გვედგა. ძალიან დიდი მუხტი, ენერგია და შემართება იგრძნობა ამომრჩევლებში. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ღირსეული გამარჯვება გველის წინ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

დელეგატთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და „ქართული ოცნების“ ნაძალადევის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე ესწრებოდნენ.

ასევე იხილეთ