მამუკა მდინარაძე: ხვალ „ქართული ოცნება“ და შესაბამისად, ჩვენი სამშობლო ძალიან მყარად და დამაჯერებლად გაიმარჯვებს

„ხვალ „ქართული ოცნება“ და შესაბამისად, ჩვენი სამშობლო ძალიან მყარად და დამაჯერებლად გაიმარჯვებს და მშვიდობაც გვექნება, ღირსებასაც ვერავინ წაგვართმევს და ვერც ლგბტ პროპაგანდას გაიტანს ვერავინ”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

„ამ ბრძოლას ჩვენ არ წავაგებთ, არ გვაქვს უფლება, რომ ეს ბრძოლა წავაგოთ. ამისთვის გადამწყვეტი ბრძოლაა ხვალ და შესაბამისად, ამ ბრძოლას ქართველი ვერ და არ წააგებს. გვექნება მშვიდობა, გვექნება კეთილდღეობაც“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ