ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და  საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე  დააფიქსირა.

ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან, შვილებთან, ბერა და ცოტნე ივანიშვილებთან და ნანუკა გუდავაძესთან ერთად მივიდა.

„არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი – ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს, იზრუნებს სამშობლოზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ასევე იხილეთ