„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
მისი თქმით, თითოეული მოქალაქის ხმა განსაზღვრავს როგორ განვითარდება ქვეყანა, იქნება მშვიდობა თუ ომი.
„მე, რა თქმა უნდა ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. დღეს არჩევანი ძალიან მარტივი გასაკეთებელია ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ხმა ჩვენი მოქალაქის, ვინაიდან თითოეული მოქალაქის ხმა განსაზღვრავს თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა. იქნება მშვიდობა თუ ომი, პირდაპირ ასე უნდა ითქვას. მე ვარ დარწმუნებული რომ ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მისცემს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ხმას მისცემს სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას და მშვიდობიან ევროპულ მომავალს“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.