15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 41.62 პროცენტს შეადგენს
15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 41.62 პროცენტს შეადგენს, საარჩევნო უბნებზე მისულია 1 454 837 ამომრჩეველი, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
რეგიონების მიხედვით პროცენტული განაწილება კი შემდეგნაირია: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 135 863; თბილისი 437 426; კახეთი 125 558; მცხეთა-მთიანეთი – 38 073; ქვემო ქართლი – 142 851;შიდა ქართლი – 98 338;სამცხე-ჯავახეთი – 62 339; რაჭა ლეჩხუმი – 15 765; იმერეთი – 220 771; გურია – 45 010; აჭარა – 13 2843.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 – პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია განთავსებული.