top_leaderboard

პრემიერი პრეზიდენტის განცხადებაზე: ზურაბიშვილი ახალისებდა ძალადობას და ახლა მისი „ნიანგის ცრემლები“ არავისთვის არ არის საინტერესო

„არაფერი ესაქმება სალომე ზურაბიშვილს შსს-სთან და შს მინისტრთან“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი შს მინისტრს ვერ უკავშირდება.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს საშუალება არ ექნება, კანონმდებლობის წინააღმდეგ წავიდეს.

„არაფერი ესაქმება სალომე ზურაბიშვილს შსს-სთან და შს მინისტრთან. ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ამ საპარლამენტო რესპუბლიკაში არსებობს ვერტიკალი, არსებობს მთავრობა, არსებობს სუბორდინაციის სისტემა და ამ სისტემას პატივი უნდა სცეს სალომე ზურაბიშვილმა. ის არღვევს ხოლმე კონსტიტუციას, თუმცა ამ შემთხვევაში მას არავითარი საშუალება არ ექნება, კანონმდებლობის წინააღმდეგ წავიდეს.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ახალისებდა ძალადობას და ახლა მისი „ნიანგის ცრემლები“ არავისთვის არ არის საინტერესო“, – აღნიშნავს პრემიერი.

 

ასევე იხილეთ