გიორგი გაბუნია: ამ არჩევნებში გაიმარჯვა საქართველომ!

„ჩემთვის ეს არჩევნები არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის გამარჯვება. ამ არჩევნებში გაიმარჯვა საქართველომ”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, საზოგადოება „ქართულის“ თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ.

„ძალიან ემოციური, ძალიან დამღლელი დღე იყო მართლაც. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, პირველ რიგში, გამოცხადებული ნდობისთვის. თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მოვიდა საარჩევნო უბანზე, თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“.

ჩემთვის ეს არჩევნები არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის გამარჯვება. ამ არჩევნებში გაიმარჯვა საქართველომ. გაიმარჯვა მშვიდობამ საქართველოში, გაიმარჯვა ღირსებამ საქართველოში, ღირსეულმა ევროპულმა მომავალმა გაიმარჯვა.

ძალიან სასიხარულოა, რომ საზოგადოება სწორად ჩასწვდა იმ გამოწვევების არსს, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღიურად საუბრობდნენ საზოგადოებასთან და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ასევე იხილეთ