საერთაშორისო დამკვირვებელი ფანი ლაჩკო: ვიხილეთ ძალიან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ამომრჩეველს არანაირი დაბრკოლება არ ჰქონია

“დღეს ვიხილეთ ძალიან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამომრჩეველს არანაირი დაბრკოლება არ ჰქონია, არც ძალადობის ინციდენტები ყოფილა”, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ფანი ლაჩკომ.

„პროცესი პროფესიონალურად ჩატარდა და დაკმაყოფილდა ყველა რელევანტური რეგულაციის კრიტერიუმი, ისევე როგორც ევროპული დემოკორატიული ღირებულებები და წესები“, – განაცხადა ფანი ლაჩკომ.

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 54.273%-ით ( 1 114 936 ხმა) ლიდერობს.

ასევე იხილეთ