პიტერ სიიარტო: ჩარევის მცდელობების მიუხედავად, ქართველმა ხალხმა აჩვენა, თუ რა სურს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ჩარევის მცდელობების მიუხედავად, ქართველმა ხალხმა აჩვენა თუ რა სურს.

„ჩარევის მცდელობების მიუხედავად ქართველმა ხალხმა აჩვენა თუ რა სურს. მმართველმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერს პატრიოტებს, ოჯახებს, არჩევნებზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ასე გააგრძელეთ, გილოცავთ!“, – აღნიშნა სიიარტომ.

მისი მტკიცებით, უნგრეთი, ევროკავშირის თავმჯდომარეობის დარჩენილ პერიოდში და შემდგომაც, მხარს დაუჭერს „ქართველ მეგობრებს ევროინტეგრაციის მცდელობებში წარმატების მისაღწევად“.

ასევე იხილეთ