შალვა პაპუაშვილი: ხმების 99 %-ზე მეტის დათვლის შემდეგ პროგნოზებით, „ქართული ოცნება“ უახლოეს კონკურენტს 44 %-ით უსწრებს და მოიპოვებს 54 %-ს, ანუ 90 მანდატამდე ეს არის მკაფიო ნიშანი ოპოზიციისთვის

“ხმების 99 %-ზე მეტის დათვლის შემდეგ პროგნოზებით, ქართული ოცნება უახლოეს კონკურენტს 44 %-ით უსწრებს და მოიპოვებს 54 %-ს. ანუ 90 მანდატამდე 150 ადგილიან პარლამენტში”, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს არის მკაფიო ნიშანი ოპოზიციისთვის.

“მინდა, მივულოცო, ყველა ჩვენს ერთგულ მხარდამჭერს და მთელ საქართველოს ქართული ოცნების საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე იხილეთ